მურთაზ ზოდელავა: მმართველ პარტიას ადამიანები იუსტიციის სახლშინ მიჰყავს და ზუგდიდში წერს

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების მიზნით, საჯარო მოხელეების გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ზუგდიდში “ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეების გააქტიურება დაიწყო, რათა მათ ისეთი ნათესავების მობილიზება მოახდინონ, რომლებიც ზუგდიდის მაცხოვრებლები არ არიან.

მისივე მტკიცებით, მმართველ პარტიას ეს ადამიანები მიყავს იუსტიციის სახლში, რათა მათი ჩაწერა ზუგდიდში მოხდეს და 19 მაისს დაგეგმილ მერის შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ. როგორც ზოდელავამ განაცხადა, ამ სქემას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია ხელმძღვანელობს.

მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ მოწერელიას, რომ მან გააკონტროლოს მოადგილეების საქმიანობა, რადგან, მისივე თქმით, ისინი დავალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებენ. ასევე, ზოდელავამ მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, გაარკვიოს, რა ხდება ზუგდიდის იუსტიციის სახლში და მიაქციოს ამ პროცესებს ყურადღება.

აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ “ქართულ ოცნებაშ”. როგორც “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა გვასალიამ განაცხადა, ენმ აგონიაშია, რადგან ყველა კვლევის თანახმად “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს. მისივე თქმით, რასაც თვითონ აკეთებს ოპოზიცია, მმართველ გუნდს სწორედ იმ საქმეში სდებს ბრალს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად