მურთაზ ზოდელავა: ეს ხელისუფლება კუდით ქვას ისვრის

ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მურთაზ ზოდელავამ ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„ქვას კი არ ისვრიან, ეს ხელისუფლება კუდით ქვას ისვრის. მათი კუდები არიან ეს ზონდერები და მოყაჩაღო გაუგებარი ხალხი, რომლებიც ყავთ ოფისებში. ჩვეულებრივი ადამიანიები მანდ ნაკლებად დადიან და ეს დაქირავებული ზონდერები ყავთ. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ლარი ჩამოშალეს, ეკონომიკა მძიმე ვითარებაშია. პანდემიაზე იმდენი იძახეს და იბაქიბუქეს ტყუილ-მართალი აურიეს ერთმანეთში და ისეთ ვითარებაში ვართ აღმოჩენილი, რომ აგვისტო-სექტემბერში ორი კაპიკი რომ უნდა შეეტანათ ოჯახებში სასტუმროებისა და კაფეების მეპატრონეებს ისიც კი დააზიანეს. მოკლედ რომ ვთქვათ, საკუთარ თავს ჭამს ხელისუფლება”, -განაცხადა ზოდელავამ
შეგახსენებთ, 27 სექტემბერს, გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, “ენმ”-ს ერთ ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მოსახლეობას ის სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ კორპუსის სახურავიდან ქვები დაუშინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად