მურთაზ რომელაშვილი: ეს პირველი ნაბიჯია, მაშინ გავიმარჯვებთ, როცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენ იურისდიქციაში მოექცევა

ეს პირველი ნაბიჯია, მაშინ გავიმარჯვებთ, როცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენ იურისდიქციაში მოექცევა, – ასე შეაფასა სტრასბურგის გადაწყვეტილება “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების, ძმები რომელაშვილების მამამ მურთაზ რომელაშვილმა.

“ეს დიდი გამარჯვებაა და არა მარტო ჩემთვის, არამედ იმ დაღუპული ბიჭებისთვის, რომლებმაც სისხლი დაღვარეს 2008 წელს და ასევე მათი მშობლებისათვის, რომლებმაც შვილები შეწირეს რუსეთ-საქართველოს ომს. ასევე მინდა მივულოცო ეს გამარჯვება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძოდნენ 2008 წელს. ეს ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია. გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი ბრძოლაა საჭირო. მაშინ ვიქნებით გამარჯვებულები, როცა ჩვენ იურისდიქციაში მოექცევა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი”, – აღნიშნა მურთაზ რომელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად