მურმან დუმბაძე: შიდა წყაროებიდან ვიცი, რომ ანზორ ბოლქვაძესა და თამაზ აბაშიძეს შორის ფიზიკური დაპირპისპირება მოხდა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე მოუწოდებს მაღალმთიანი აჭარის ამომრჩეველს, მხარი არ დაუჭირონ “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულ  და ამჟამად მოქმედ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს და არჩევანი ოპოზიციურ კანდიდატებს შორის გააკეთოს.

ხულო, შუახევი და ქედას საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძესა და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირიპირების შესახებ ინფორმაცია მურმან დუმბაძემ ტვ “პირველისთან” სტურობისას დაადასტურა და განაცხადა, რომ ამის შესახებ მან შიდა წყაროებიდან იცის.

“შიდა წყაროებიდან ვიცი, რომ ფიზიკური დაპირიპირება მოხდა მერის კაბინეტში, მაგრამ ეს არის მათი სახე. მათ დაპირისპირებაში ადვოკატად ვერ გამოვდგები და ვერც მომწესრიგებლად. ამიტომ, ჩემს ხულოელებს, შუა ხეველებს, ხელვაჩაურელებს, ქედელებს, ვინც არის ზემო მთის ამომრჩეველი, მოვუწოდებ, რომ არავითარ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” ხმა არ მისცენ, რაც ისედაც ნაკლებად სავარაუდოა. ამომრჩეველმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უფრო სამართლიანი და მომავალზე ორიენტირებული. იქ ოპოზიციიდან დააყენებენ კანდიდატებს და არჩევანი თვითონ გააკეთონ”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ხულოს მერიის შენობაში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესა და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ აბაშიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედაგადაც თამაზ აბაშიძე დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად