მურმან დუმბაძე: შევარდნაძე ივანიშვილზე უკეთესი იყო და ასლან აბაშიძე უფრო ძლიერი მმართველი

საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო, სახელწოდებით “ერთად ერთის წინააღდეგ”, სადაც “გაერთიანებული ოპოზციის” წევრი მურმან დუმბაძეც იმყოფება.

როგორც დუმბაძემ “ტვპირველთან” განაცხადა:

“ეს არის ფართო საზოგადოებრივი პროტესტი. საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო. არც ისე დიდი ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ, 2019 წლის 19 ივნისს არავის ეგონა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგებოდა, მაგრამ დიდი სამოქალაქო პროტესტის შედეგად ჩვენ მივიღეთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა.

19 ივნისს არავინ იცოდა, რომ ზაქარი ქუცნაშვილი დატოვებდა პარლამენტს.

19 ივნისს არავინ იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მივიდოდა იმ დონემდე, რომ 24 ივნისს გამოაცხადებდა, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული წესით. ანუ, სამოქალაქო პროტესტი არის გადამწყვეტი.

საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლების წყარო სწორედ ეს საზოგადოებაა, საქართველოს მოქალაქეა, ძლიერი საზოგადოებრივ პროტესტი აიძულებს ბიძინა ივანიშვილს წავიდეს დათმობაზე.

მას ორი არჩევანი აქვს, ან უნდა ჩაგვყვეს ან უნდა ჩავათრიოთ. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას აქ აქვს. მიმაჩნია, რომ ქუჩის აქციები პერმანენტულად უნდა გავმართოთ, სანამ იქნება ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფება.

მე შეგახსენებთ, 2003 წლის 23 ნოემბერს არავის ეგონა, რომ ედუარდ შევარდნაძე გადადგებოდა პრეზიდენტობიდან და 23-ში გადავაყენეთ.

2004 წლის 5 მაისს არავინ იცოდა, რომ ასლან აბაშიძე 13 წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, მაგრამ დატოვა…

​მე ვფიქრობ, რომ ედუარდ შევარდნაძე და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური თვალსაზრისით, ორგანიზებულობის თვალსაზრისით ცალ ჯიბეში ჩაიტევდა.

შევარდნაძე უკეთეს იყო ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და ასლან აბაშიძე უფრო ძლიერი მმართველი იყო, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. მისი ერთდერთი რესურსი არის ფული დ გამოვაცლით ამ რესურსს. საერთო სახალხო მღელვარებით”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად