მურმან დუმბაძე: რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მურმან დუმბაძე ბათუმსა და ზუგიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

“ბათუმი, ზუგდიდი …
ამ კაცმა ფული იშოვა აფერისტობით, მაგრამ სახელმწიფო აფერისტობით ვერ იმართა!
ესაა რეალობა.
გამოსავალი გამოცდილებაშია: რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი” – წერს მურმან დუმბაძე.

შეგახსენებთ, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან დილიდან ამ დრომდე ხმაურია. ოპოზიცია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგება და სხდომის ჩაშლას ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ რამდენიმე პირი ადგილიდან განარიდეს.

კომენტარები
იტვირთება...