მურმან დუმბაძე: ნიკა მელია შეცდა, რომ არ შეიჭრა პარლამენტში, ის ამბობს, არ ვაპირებდი შეჭრასო და არის ძალიან ცუდი

“ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე, უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ მე არ ვაპირებდი შეჭრასო და ძალიან ცუდი, თუ ამას ამბობს.”

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად არის კონსტიტუციური, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა და იყო თუ არა ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რამდენად ცივილიზებული ფორმაა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა, მურმან დუმბაძემ უპასუხა, რომ ესეც კონსტიტუციური მეთოდია.

„ბიძინა ივანიშვილს დაუსვით ეს შეკითხვა. 2011 წლის 26 მაისს მე ვაპირებდი შეჭრას და რატომ მეუბნება, რომ გმირი ხარო?! 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი პარლამენტში შესვლას, არ მომწონდა სააკაშვილი, უნდა შევსულიყავი და პანღური ამომეკრა. რატომ მეუბნებოდა ივანიშვილი, ბატონო მურმან, შენ გმირი ხარ. მაშინ გმირი ვიყავი და ახლა აღარ ვარ თუ როგორ არის საქმე?! პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. რას ჰქვია, პარლამენტში პუტინი თუ შემოვა და დაჯდება, ჩვენ რა ვქნათ, ქალბატონ ჩახნაშვილს დავურეკოთ და ვკითხოთ, შეიძლება თუ არა შევიდეთ და რამე გავაკეთოთ?

ნიკა მელიას მოწოდება სწორია. ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე, უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ მე არ ვაპირებდი შეჭრასო და ძალიან ცუდი, თუ ამას ამბობს. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ, არ არის სწორი ოკუპანტთან გარიგება. კაცი, რომელიც ამბობს, რომ სოხუმი არ არის შენი, კაცი, რომელიც ამბობს, რომ ცხინვალი არ არის შენი, კაცი, რომელიც ყოველ დღე გაპატიმრებს, ეს გავაპროტესტეთ და ამის გამო მიჭერთ? პირიქით, ნიკა მელიას მედალი უნდა დავკიდოთ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...