მურმან დუმბაძე: “ძალა ერთობაშია”-ში ვრჩებით და ამ ფორმატით და გამოვდივართ არჩევნებზე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე  აცხადებს, რომ “ძალა ერთობაშია” საპარლამენტო არჩევნებში ამ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას და მასში მოიაზრება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”.

ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ტვ “პირველთან” სტუმრობისას განაცხადა და განმარტა, რომ ერთიან საარჩევნო სიაზე მუშაობა მიმდინარეობს და განიხილება სხვადასხვა ვარიანტები.

“გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქნმა ფორმატში “ძალა ერთობაშია” და ამ ფორმატში მოიაზრება ელექტორალურად ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ამ ფორმატში ვრჩებით და გამოვდივართ არჩევნებზე. სიაზე მუშაობა დაწყებულია, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები. მოალაპარაკებებს ვაწარმოებთ ცალკეულ პოლიტიკურ სუბიეტქებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებიც შეაძლოა, პოლიტიკურ პარტიას დღეს აღარ წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკური პიროვნებები არიან. დარწმუნებული ვარ, ახალი შევსება იქნება გაერთიანებაში”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

რაც ეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ  “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გაერთიანებულ ოპოზიციას ექნება ერთიანი სია, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ არის მიღებული.

“არ ვიცი, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი. დღევანდელი შეხვედრა ალბათ იმით იყო გამორჩეული, რომ ჩვენ მოგვაკლლდა ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც დააფუძნა გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” ესენი გახლავთ გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი. საწყენია, რომ ისინი გავიდნენ და დამოუკიდებლად იყრიან კენჭს, მაგრამ აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. გიორგი ვაშაძეს ისანში ვუჭერთ მხარს, შეტევა იქნება გვერდითი ფლანგებიდანაც. მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს პარლამენტში არ შევიდეს ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, ისეთი გაერთიანება, ისეთი ბლოკი, ისეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას შექმნის”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად