მურმან დუმბაძე: ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლების მონაცვლეობა მოხდეს ადამიანის მარჯვენა და მარცხენა ხელით

2012 წლის 1 ოქტომბრის შესახებ პარტია „ემსახურე საქართველოს” ლიდერმა მურმან დუმბაძემ ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა

„2012 წლის პირველი ოქტომბერი მიმაჩნია უშესანიშნავეს თარიღად 1990 წლიდან მოყოლებული როცა ჩვენ ხელისუფლება გამოვცვალეთ საარჩევნო ყუთთან საარჩევნო ბიულეტენით, მაშინ მოხდა დემოკრატიული ცვლილება.
ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლების მონაცვლეობა მოხდეს ადამიანის მარჯვენა და მარცხენა ხელით მხოლოდ საარჩევნო ყუთთან ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე. ეს არის დემოკრატიის წესი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოხდა საქართელოს მოქალაქის გამარჯვება. მე ვფიქრობ 2020 წლის 31 ოქტომბერიც იქნება ქართველი ამომრჩევლის გამარჯვების დღე”, – განაცხადა დუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად