მურმან დუმბაძე: 7 წელი იყო დასჯილი, არ ვარ წინააღმდეგი ვანო მერაბიშვილი შემოვიდეს პოლიტიკაში

პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს შეუერთდეს ოპოზიციური პარტიების გაერთინებას „ძალა ერთობაშია“-ს, მას მხარს დაუჭრეს.

მურმან დუმბაძის თქმით, ვანო მერაბიშვილმა მოიხადა 7 წლიანი სასჯელი და სრული უფლება აქვს პოლიტიკაში მოვიდეს.

„მე როგორც მურმან დუმბაძე, როგორც პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გეტყვით რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია „ნაციონალურ მოძრობაში“ . იმიტომ რომ ბატნი ვანო ამბობს, ის ურო ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიდრე მის განაყოფ პარტიასთან.
მე, ამ გაერთიანების – „ძალა ერთობაშია“ -ს სუბიექტი მურმან დუმბაძე, „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვანო მერაბიშვილი შემოვიდეს პოლიტიკაში. მან მოიხადა სასჯელი სრულად. 7 წლის განმავლობაში ის იყო დასჯილი და მოიხადა.
თუ გაერთიანებულ ფორმატში დადგება საკითხი ვანო მერაბიშვილის „ძალა ერთობაშია“ მიერთების, უნდა ჩათვალოს ვანო მერაბიშვილმა, რომ ჩემგან ერთ ხმა ენება მას“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად