“მურჯის” თოვლში ნაცეკვი ხორუმი სამცხე-ჯავახეთში (ვიდეო)  

ახალი 2019 წლის მოსვლა ახალქალაქში გამორჩეული იყო. წელს ამ ქალაქში პირველად მოეწყო ღია ცის ქვეშ სცენა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „მურჯის“ქორეოგრაფის გიორგი მეტრეველის ორგანიზატორობით.

„მართალია ახალაქალაქში საახალწლო კონცერტები ადრეც იმართებოდა, მაგრამ აქ  ღია ცის ქვეშ სცენა არასდროს ყოფილა. ჩვენი ანსამბლის წევრის მშობლის, გიორგი ზაზაძის ინიციატივით, რომელმაც ანსამბლს სცენისთვის საჭირო მასალა აჩუქა, ასევე ანსამბლის წევრების და გულშემატკივრების ძალისხმევით, 17-გრადუსიან ყინვაში ავაგეთ სცენა. პროგრამაც ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით შევიმუშავეთ და ახალქალაქს ვაჩუქეთ ერთი ლამაზი დღე.

ცეკვა „ხორუმი“ მართალია არა არის საახალწლო ცეკვა, მაგრამ ანსამბლში პირველად დავდგით და ამ ცეკვის  დებიუტი იყო ახალი წლის ღამეს. თოვლმა სცენა დაფარა და სულ სხვა ეფექტი მისცა ხორუმის ცეკვას. ბიჭებმაც ძალიან მოინდომეს და თოვლიან სცენაზე მართლაც უჩვეულო სანახაობა გამოვიდა“, – განუცხადა „აიპრესს“ გიორგი მეტრეველმა.

ფოტოები აღებულია სააგენტო jnews.ge-დან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...