მურღულია: თუ საქართველოში პედაგოგის პროფესიული კომპეტენცია არსებითად არ ამაღლდა, წარმატებულ რეფორმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია

ამის შესახებ სკოლა “ჰამილტონის” დირექტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

“კარგი მასწავლებელი არის ნებისმიერი საგანმანათლებლო რეფორმის მთავარი მიზანი, რადგან სწორედ ის უკავშირდება პირდაპირ განათლების მაღალ ხარისხს. თუ საქართველოში პედაგოგის პროფესიული კომპეტენცია არსებითად არ ამაღლდა, წარმატებულ რეფორმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ყველაფერი სხვაც (მართვის კულტურა, ინფრასტრუქტურა, დაფინანსების სისტემა, მოტივაციის ამაღლება, რესურსები, პროგრამები, სახელმძღვანელოები), ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის ფაქტორი (მასწავლებლებთან ერთად – სკოლის ადმინისტრატორებისაც) გადამწყვეტია. ამიტომ აუცილებელია მასწავლებელთა და სკოლის ხელმძღვანელთა მომზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სრულფასოვანი სისტემის შექმნა. განათლების სისტემის წარმატებული და შედეგიანი რეფორმირება ამის გარეშე სრულიად არარეალურია”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...