მურღულია: მირჩევნია ბავშვი 15 წუთით უკანონოდ გააჩერონ, ვიდრე ის გავიდეს და 10 წუთში დაჭრან

"მირჩევნია, 15 წუთით უკანონოდ გააჩერონ ბავშვი, ვიდრე გავიდეს ეს ბავშვი და 10-15 წუთში ვიღაცამ დაჭრას ქუჩაში. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ბავშვების უფლებები უნდა დაირღვეს", – ამის შესახებ სკოლა "ჰამილტონის" დირექტორმა გია მურღულიამ განაცხადა.

მურღულიას შეფასებით, ბავშვებში ძალადობის პრობლემა მხოლოდ სკოლაში ვერ დამარცხდება.

"ეს საზოგადოების პრობლემაა. მაგრამ პრევენცია აცულებელია, კონტროლიც.ჩვენი საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ გონივრული კონტროლი არსებობდეს. მანდატურებს უნდა ჰქონეთ შესაბამისი უფლებამოსილება, პატულირებდეს ჩვენი პოლიცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ეს არ იქნება აბსოლუტურ გარანტია ასეთი მოვლენების თავიდან ასაცილებლად", – აღნიშნა მურღულიამ. 

მისი თქმით, საზოგადოებაში, სკოლებში აღზრდის სისტემა კატასტროფულად "მოიკოჭლებს". 

"ცოდნა და ქცევა ორი სხვადასხვა რამეა. მე შეიძლება ვიცოდე, მაგრამ სხვანაირად მოვიქცე. ხანდახან მასწავლებელბი ამბობენ, რა კარგი ბიჭი იყო და როგორ გააკეთა ეს, ყველა გაოგნებული ვართ. მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს აღზრდის სისტემაზე. 

ჩვენი საზოგადოების განწყობა ხშირ შემთხვევაში არის იმის საწინააღმდეგო, რასაც სკოლებში ვასწავლით ჩვენ. ხშირად მშობლები ჩემთან შეხვედრისას საუბრობენ, რა მნიშვნელოვანია დუმილის დაცვა, კრიმინალური ვაჟკაცური სულისკვეთების გაღვივება და ჩანერგვა საკუთარ შვილებში. 

რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს თანაბრად ეხება დღეს როგორც ბიჭებს, ისე გოგოებს. დღეს გოგოს შეუძლია დააბულინგოს ვინც გაეხარდება. ამის ასაკი ძალიან დაბალია", – განაცხადა გია მურღულიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...