მურღულია: კულტურის სამინისტრომ ქუთაისის თოჯინების თეატრის რემონტისთვის თანხა ვერ მოიძია

"დღევანდელი დღის ინფორმაციით ვიცით, რომ ძირითადი თანხის მოძიებას კულტურის სამინისტრო წელს ვერ ახერხებს. მქონდა შეხვედრა და ჩვენ ვუთხარით, რომ როგორც კი თქვენ შეძლებთ ძირითადი ხარჯების მოძიებას ჩვენ მზად ვართ მივუბრუნდეთ ამ საკითხს და თანადაფინანსება ბიუჯეტიდან გავზარდოთ,“-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის თოჯინების თეატრის რემონთან დაკავშირებით.

მისი თქმით კულტურის სამინისტროს 100 000 -იან თანადაფინანსებასაც შეჰპირდნენ ქალაქის ბიუჯეტიდან თუმცა წელს თოჯინებსი თეატრის რემონტი არ მოხერხდება.

"თოჯინების თეატრის რემონტის საკითხი კულტურის სამინისტროს ეხება. ჩვენ შევთავაზეთ და ვუთხარით, რომ ჩვენც შემოვალთ თანადაფინანსებით 100 000 ლარითთქო მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. ჩვენი ინტერესიც არის, რომ ბავშვებისთვის თეატრი მოეწყოს და კომფორტული გარემო შეიქმნას.

რადგან წელს თანხის მოძიება ვერ ხდება 100 000 ლარის ტყუილად გაჩერება ბიუჯეტში არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გადავიტანეთ,“-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად