მუმბაიში ძლიერი წვიმის შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 30 ადამიანი გარდაიცვალა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ძლიერი წვიმის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ პერიოდში სანაპირო ქალაქში ყოველწლიურად მოდის მუსონური წვიმები, მაგრამ ბოლო წლებში მათი ინტენსივობა გაიზარდა, წყალდიდობის შედეგად ადამიანები ხშირად იღუპებიან, ქუჩები და სახლები იტბორება, იქმნება მასიური საცობები.

კომენტარები
იტვირთება...