მუხლის ტკივილზე ჩივილით საავადმყოფოში შესულ კაცს სასქესო ორგანოს გაძვალება დაუდგინდა

სამეცნიერო ჟურნალი Urology Case Reports უიშვიათესი ანომალური მოვლენის – სასქესო ორგანოს ოსიფიკაციის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალის სტატიაში აღწერილი ავადმყოფობის ისტორიის თანახმად, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მუხლის ტკივილის ჩივილით ადრე ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილების მქონე 63 წლის მამაკაცი შევიდა.
გზაზე ხელჯოხით მიმავალი ის საჯდომზე დავარდა. იგი უარყოფდა თავის ტრავმას და გონების დაკარგვას. მან შეძლო სხვების დახმარებით წამოდგომა და გზა დამოუკიდებლად განაგრძო. მალე ამის შემდეგ მას მარცხენა მუხლში დაეწყო ტკივილები და მან გადაწყიტა მიემართა გადაუდებელი დახმარების განყოფილებისთვის.

ზედაპირული კვლევის შემდეგ ექიმებმა, დაცემის დროს მენჯის ტრავმული დაზიანების გამორიცხვის მიზნით, რენტგენოლოგიური კვლევა ჩაატარეს და სრულიად შემთხვევით უიშვიათესი (სულ 40-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული) სამედიცინო ანომალიის – სასქესო ორგანოს ოსიფიკაციის (გაძვალების პროცესი, გამოწვეული რბილი ქსოვილის კალციფიკაციით – “აიპრესი”) მოწმენი გახდნენ.

სტატიის ავტორები – ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონის ლინკოლნის სამედიცინო და ფსიქიატრიული ცენტრის უროლოგები, წერენ, რომ უიშვითეს შემთხვევებისგან განსხვავებით, პაციენტს გაძვალება პენისის მთელ სიგრძეზე, და არა მის ცალკეულ მიდამოებში, აღენიშნებოდა.

სტატიის ბოლოს მკვლევარები წუხილით იუწყებიან, რომ პაციენტმა ყურად არ იღო მათი თხოვნა, დარჩენილიყო მათთან დამატებითი კვლევის მიზნით და დატოვა სამკურნალო დაწესებულება.

მომზადებულია პორტალ sciencedirect.comმიხედვით

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად