მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგება მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე სრულდება.

გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გზის საფარის დაგება კი, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 273 370 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები
იტვირთება...