მუჰამედ მურსის გარდაცვალების შემდეგ, ეგვიპტეში განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში განსაკუთრებული რეჟიმი აამოქმედა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის გარდაცვალებას უკავშირდება.

ეგვიპტის ტერიტორიაზე, პოლიციის დამატებითი ძალები იმსახურებენ. გარდა ამისა, უსაფრთხოების ზომები საჯარო და კერძო სტრუქტურებში, ეკლესიებსა და მეჩეთებში გაიზარდა.

17 ივნისს, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ორშაბათს, კაიროში სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ყოფილმა პრეზიდენტმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა. ჯერჯერობით, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.
პროკურორის განცხადებით, მუჰამედ მურსის ცხედრის პირველადი სამედიცინო გამოკვლევა მოწმობს, რომ მას ტრავმები არ აღენიშნებოდა.
თუმცა, აქტივისტები და ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები რეგულარულად ჩიოდნენ, რომ მურსი ციხეში პატიმრობისთვის არასათანადო პირობებში იმყოფებოდა. კერძოდ, მათი თქმით, მუჰამედ მურსს მაღალი არტერიული წნევისა და დიაბეტის გამო შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მურსი მუდმივად ერთი ადამიანისთვის განკუთვნილ საკანში ჰყავდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად