A1 ბანერი

მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს დაშავებული 17 წლის მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

მწვერვალ შხარასთან დაშავებული მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მესტია – სოფელი ბეჩო. 17 წლის მოზარდი მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტყაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...