“მწვანე სკოლის” ყოფილი მოსწავლე, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოხტა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ამის შესახენ ინფორმაცი “აიპრესს” მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში დაუდასტურეს.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში “მწვანე სკოლის” მოსწავლემ თვითმკველობა სცადა, იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გამოხდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის  მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

“მწვანე სკოლის” მოსწვალეს  გუშინ საღამოს ოპერაცია ჩაუტარდა და მის მკურნალობაში უცხოელი ექიმები იყვნენ ჩართული.

საია-ს ინფორმაციით,  “მწვანე სკოლის” მოსწავლემ თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 

მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 15 წლის მოზარდზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიების დასრულებამდე, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს შეუჩერდათ უფლებამოსილება

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად