„მწვანე მომავალმა“ რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობა სიმღერით გააპროტესტა – ვიდეო

ბათუმის კონცხზე, რივიერას ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა „ახალგაზრდა მწვანეებმა“, დღეს, აქცია-პერფომანსით გააპროტესტეს. ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრები, აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სიმღერით მიმართეს.

„წაგვართვით მწვანე ზონები, თქვენ ხართ ზარალს მონები“, „გამოდი ბათუმისთვის, გამოდი გარემოსთვის“, „ბათუმი გადაშენდა, ცათამბჯენები აშენდა“ – ასეთია იმ სიმღერის შინაარსი, რომელიც აქტივისტებმა, მთავრობის სახლთან შეასრულეს.

აქციის მონაწილეებმა დააანონსესმორიგი საპროტესტო აქციაც, რომელიც კვირას, 15 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება და მას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ის საინიციატივო ჯგუფები შეურთდებიან, რომლებიც აპროტესტებენ ბათუმი რივიერაზე მასშტაბურ მშენებლობას.

კომპანია „სილქ როუდი“ ბათუმში ახორციელებს პროექტს „ბათუმი რივიერა“, რომელიც დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს დაამტკიცა, რომლითაც კომპანია “სილქ როუდს” მისცა ბათუმის რივიერაზე მრავალსართულიანი შენობების აშენების უფლება.
“მწვანეებმა”, 20 იანვარს, თბილისში, ეკონომიკის სამინისტროსთან გამართეს სოლიდარობის აქცია ბათუმის ჩაბეტონების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტების მხარდასაჭერად.

„ჩვენი მოთხოვნაა, გაუქმდეს უკანონოდ გაცემული ნებართვა ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობაზე, აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნდეს ხალხს და გაშენდეს ხეები.

ბათუმში მოძრაობა “მწვანე მომავალი” და თბილისში – ჩვენ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ცათანმბჯენების წინააღმდეგ, რომელიც ეკოლოგიურ და სოციალურ საფრთხეს უქმნის ქალაქს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად