მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 4 აპრილს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 4 აპრილს დილის 10:00 საათიდან 5 აპრილს საღამოს 18:00 საათამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში კერძოდ, გოროვანში, წეროვანში, ჩარდახში, მისაქციელში, ნატახტარში, ნავაზში, ახალუბანში, აღდგომლიაანთკარსა და ძონში გაზმომარაგება შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 5 აპრილს 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად