მცხეთის და კასპის მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირი შეუწყდება

1აგვისტოს დილის 06:00 საათიდან, მცხეთის და კასპის მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი გაზი შეუწყდება. განცხადებას კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი,, ავრცელებს

,,კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი,, გაცნობებთ, რომ სხვა ლიცენზიანტის გამო მიმდინარე წლის 1აგვისტოს დილის 06:00 საათიდან მცხეთის სოფლების მუხრანის, ვაზიანის, ძალისის, პატარა ქანდას, საქადაგიანის, ხიდისყურის, აღაიანის, ციხისძირი, ქსანის, ძეგვის, სასხორი ახალინიჩბისის, ნიჩბისის,ზემო ნიჩბისის, არმაზის, ბაქაქური, ვარდისუბანის,ილტოზას, ოძისის, ქსოვრისისა და ჭაშას მაცხოვრებლებს ბუნებრივი გაზი შეუწყდება. აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ 3 აგვისტოს.

ასევე, სხვა ლიცენზიანტის გამო მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ბუნებრივი გაზი შეუწყდება კასპის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს,რომლის აღდგენა დაიწყება 2 აგვისტოს 15:00-დან ეტაპობრივად და დასრულდება 5 აგვისტოს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის,,ცხელ ხაზზე: 16 114 აწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.,, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...