მცხეთაში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები, მცხეთის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, მცხეთის მერიისკენ საპროტესტო აქციით მიემართებიან.

გუშინ მცხეთაში, საპროტესტო აქციაზე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან “ოცნების” მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შეგახსენებთ, გუშინ, მცხეთაში აქციის ერთ-ერთ მონაწილე, რომლიც წაქცეული იყო, წიხლებით სცემეს. ასევე, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით, ხელწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით,  მცხეთაში 7 პირი ,“გაბედეს” 4 აქტივისტი და “ოცნების” 3 მხარდამჭერი დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად