მწერალთა სახლს ნატა ლომოური უხელმძღვანელებს

ამის შესახებ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კულტურის სფეროში დაგეგმილ რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრა.

განათლების მინისტრის ცნობით, ლიტერატურის მიმართულებით ორი სიპ-ის ( წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის) გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს და მას დაუბრუნდება სახელი “მწერალთა სახლი”.

“მწერალთა სახლს ნატა ლომოური უხელმძღვანელებს. მოგეხსენებათ ლიტერატურის მიმართულებით ორი სიპი წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი გაერთიანდა და ჩამოყალიბდება ერთი ორგანიზაცია, რომელიც უკეთ შეასრულებს ფუნქციებს ლიტერატურის განვითარებისთვის, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაცაა, ეს არის მწერალთა სახლის გაერთიანებულ სიპებს დაუბრუნდება სახელი “მწერალთა სახლი”.-განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...