მტკვარზე წყლის დონემ დაიკლო (ფოტორეპორტაჟი)

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ენერგო–პრო ჯორჯიას ჰიდროენერგო დეპარტამენტი ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს ახორციელებს.

კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებში დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა–გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. აღნიშნული სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან.

ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 4 დღე. ამ დროის მანძილზე ორივე ჰიდროელექტროსადგური იქნება დროებით გაჩერებული, ხოლო მდინარე მტკვარში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. სამუშაოების წარმოება არ გამოწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.

ენერგო–პრო ჯორჯია ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას.

ალეკო შარვაძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად