“მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი” – “ნედლი კანონპროექტის” თავისებურებანი

„მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“ – საქართველოს მთავრობაში ახალი მინისტრის თანამდებობის შექმნა იგეგმება, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება. ამის შესახებ „აიპრესთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით,  მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით საუბარი უმრავლესობის სხდომაზე შედგა, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

„მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრზე საუბარი უმრავლესობის სხდომაზე შედგა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი, პრემიერმინისტრი ესწრებოდა. გაზიარებული იქნა ეს წინადადება, მაგრამ, პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი „მთის რეგიონების განვითარების შესახებ“, სადაც ეს არ არის ფორმულირებული.  ალბათ, შემდეგ კვირას პარლამენტში ამ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დაიწყება.  სადაც ჩვენ, დავაყენებთ ამ წინადადებას და იმედი გვაქვს, რომ მთავრობა  გაიზიარებს.

– კონკრეტულად რა ცვლილების შესახებ დააყენებთ წინადადებას?

უბრალოდ დავაყენებთ საკითხს, კანონპროეტში  შევიდეს ცვლილება. კანონი „მთის რეგიონების განვითარების შესახებ“ ხელს შეუწყობს და სტიმულირებას მოახდენს მთაში სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობას, ხელს შეწყობს განათლების, ჯანდაცვის, ინფრაქსტურქტული და  სხვა კომპლექსური ღონისძიების განვითარებასა და ვითარების გაუმჯობესებას სხვადასხვა რეგიონში.

იმისთის რომ ეს კანონი აღსრულდეს და კონკრეტული პროგრამები ეფექტურად განხორციელდეს, ჩვენი წინადადებაა შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის პოსტი, მცირე აპარატით, რომლის მთავარი ამოცანა იქნება კოორდინაცია გაუწიოს,  მოამზადოს წინადადებები მთიანი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე. ხელი შეუწყოს პროგრამების შემუშავებას და კოორდინაციას მთასა და ბარს შორის.

– რა დაუჯდება ბიუჯეტს ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა?

ძალიან მცირე. ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ახალი აპარატი 2016 წლიდან შეიქმნას და ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები იქნას გათვალისწინებული. შეიძლება ფუქნციები ვიღაცას მოაკლდეს, ვიღაცას მოემატოს,  მთავარია ამ რეგიონებში განვითარების მექანიზმები შეიქმნას და დაიძრას  მთიანი რეგიონების განვითარების საკითხი, რომელიც ბიუჯეტს და ქვეყანას  დიდ სიკეთეს მოუტანს.

– კანონპროექტში „მთის რეგიონების განვითარების შესახებ“ წერია, რომ  მთაში, ადგილობრივები მოხმარებული ელექტროენერიგიისა საფასურის მხოლოდ 50% გადაიხდიან, კიდევ რაიმე შეღავათები ხომ არ დაემატება?

 გარდა მაგისა,  იქ არის სხვა მექანიზმები, რომლებიც მთის ხალხის ადგილებზე დარჩენის ან გასახლებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის გაძლიერების სტიმულირებას მოახდენს. ჩვენ ეს კანონი უნდა მივიღოთ. მგონი ამ ამ კანონს  მთელი საზოგადოება უჭერს მხარს. ეს არის საქვეყნო საქმე.

–  თუმცა, დღეს, სვანეთში მოხმარებული ექლეტროენერგიის  საფასურს  საერთოდ არ იხდიან. კანონპროეტში კი წერია, რომ 50% გადაიხდიან.

 

ძალიან გთხოვთ, დღეისთვის ეს არის ძალიან ნედლი კანონპროექტი, რომელსაც პირველი მოსმენაც არ გაუვლია. არავის არ წაუკითხავს ჯერ ეს კანონპროექტი თქვენ გარდა. არც დეპუტატებს. მთავრობის წინადადება გუშინ შემოვიდა პარლამენტში. გეუბნებით, რომ ეს კანონპროექტი შეღავათებს გულისხმობს, დღეს არსებულ მდომარეობასთან შედარებით იქნება შეღავათები და სტიმულები. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად