მთის კანონის რამდენიმე მუხლი 2017 წლის ნაცვლად 2016 წელს ამოქმედდება

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ზოგიერთი მუხლი 2017 წლის მაგივრად, 2016 წელს ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო თათბირზე განაცხადა.  

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და პარლამენტის წევრები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობენ.
სამუშაო თათბირს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

ცნობისთვის, „მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“ – საქართველოს მთავრობაში ახალი მინისტრის თანამდებობის შექმნა იგეგმება, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება. ამის შესახებ „აიპრესთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

"მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი" – "ნედლი კანონპროექტის" თავისებურებანი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...