მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა

სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანელ სამხედროებთან შეტაკებების შედეგად 2 ეროვნებით სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და 1 დაშავდა.

მხარეები დივერსიების მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორც ცნობილი ხდება, ინციდენტი გვიან ღამით, 03.15 საათზე მოხდა.

აზერბაიჯანული მედია სომხეთის შეიარაღებულიძალების მიერ სოფელ მოსესრეხში არსებული აზერბაიჯანის პოზიციებზე თავდასხმის შესახებ იტყობინება. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ერთი ღამის განმავლობაში 39-ჯერ დაარღვიეს.

სომხეთის მედია კი პროვოკაციის მოწყობაში აზერბაიჯანელ სამხედროებს ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...