მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო, ფაშინიანი პუტინს მეორედ ესაუბრა

კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. საუბრის თემა იყო მთიანი ყარაბაღის სიტუაცია.

სატელეფონო საუბარი შედგა ერევნის ინიციატივით.

“პუტინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. ხაზგასმით აღინიშნა დაპირისპირებული მხარეების მხრიდან ცეცხლის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და კრიზისის დეესკალაციისთვის ზომების მიღება”, – განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.

წინა საუბარი ფაშინიანსა და პუტინს შორის გაიმართა 27 სექტემბერს, ასევე ერევნის ინიციატივით. პაშინიანმა დაურეკა პუტინს კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების შემდეგ. შემდეგ კრემლის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 28 სექტემბერს განაცხადა მოსკოვის სერიოზული შეშფოთების შესახებ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გამო. პესკოვმა აღნიშნა, რომ ახლა მოსკოვი კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ და რომ ასევე, უარი თქვან ნებისმიერ ნაბიჯზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის უფრო არასასურველი გამწვავება”, – განაცხადა მან. პესკოვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, მოიყვანს თუ არა რუსეთი თავის ჯარს მზადყოფნაში. კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა კრემლი კონტაქტს ბაქოსთან, პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ეს საჭიროების შემთხვევაში გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად