მთიან ყარაბაღში განახლებული ბრძოლის ფონზე, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ გაიმარჯვებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ “გაიმარჯვებს” სომხეთის ძალებზე მთიან ყარაბაღში – აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

სომხეთში კი საგანგებო მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტურ რეგიონში, მთიან ყარაბაღში, ინტენსიური შეტაკებები მოხდა აზერბაიჯანის ძალებთან.

სომხეთი აზერბაიჯანის ძალებს სდებს ბრალს ცეცხლის გახსნაში მთიანი ყარაბაღის დასახლებებისთვის, ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის ძალებმა მიიტანეს იერიში აზერბაიჯანის სამხედრო და სამოქალაქო პოზიციებზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ორივე მხარე ავრცელებს.

მანამდე ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო საჰაერო და საარტილერიო შეტევა სამოქალაქო დასახლებებზე მთიან ყარაბაღში.

აზერბაიჯანი კი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო სროლის პასუხად “კონტაქტის ხაზზე”, რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს სომხეთის და აზერბაიჯანის ძალებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი თავის მხრივ აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ჩამოაგდეს აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი საფრენი აპარატი – რასაც ბაქო უარყოფს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ მისი ძალები საპასუხო ზომებს ახორციელებენ. სამინისტროს თქმით, ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს მთლიან ფრონტის ხაზზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად