მთელ მსოფლიოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 300 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 მილიონს გადააჭარბა.

ამრიგად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 3,8% უკვე აცრილია. ამავე დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ადრე აღნიშნა, რომ ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად საჭიროა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-ის ვაქცინაცია, ხოლო ჯანმოს ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰანს კლაუგემ განაცხადა, რომ პანდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.

ვაქცინირებული მოსახლეობის მიხედვით, ისრაელი პირველ ადგილზეა (მოქალაქეთა 97% -ზე მეტი), მეორეზეა სეიშელის კუნძულები (84,5%), მესამეზე კი არაბთა გაერთიანებული საემიროები (65%).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...