მთავრობის თანხმობის შემთხვევაში საქართველო – ბელარუსის მატჩს 16 000-მდე მაყურებელი დაესწრება

მთავრობის თანხმობის შემთხვევაში საქართველო – ბელარუსის მატჩს 20 000 მაყურებელი დაესწრება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს უეფას აღმასკომში.

უეფაში დაადგინეს, რომ უეფას  სუპერთაის ფინალში მაყურებლის 30%-ის დასწრების იდეამ გაამართლა, შესაბამისად, შემდეგი კვირიდან მთავრობის ნებართვის შემთხვევაში სტადიონებზე მაყურებელს დაუშვებენ, თუმცა შეზღუდვებით საუბარია, მაქსიმუმ სტადიონის 30%-ის შევსებაზე. ასევე აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. სტადიონზე სტუმართა გუნდის გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

დინამო არენა 54 000 მაყურებელს იტევს და შესაბამისად მთავრობის თანხმობის შემთხვევაში სტადიონზე 16 000-მდე მაყურებელი დაიშვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად