მთავრობის პრესსამსახური მედიას: თქვენ მიერ სიაში შეყვანილი თანაშემწეები, დამლაგებლები და იურისტები ღამის საათებში გადაადგილებას ვერ შეძლებენ
დღეიდან რამდენიმე ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. მხოლოდ ის პირები შეძლებენ გადაადგილებას, რომლები სპეციალურად შექნილი ბაზაში იქნებიან შეყვანილი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური მედიას მიმართავს.
“მედიასაშუალებების საყურადღებოდ!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 9 ნოემბრიდან, როდესაც დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება, თქვენს მიერ წარმოდგენილი სიებიდან, შეუფერხებლად მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომელთა ღამის საათებში გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია მედიასაშუალების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
სიებში შეყვანილი გარკვეული კატეგორიის პირები (მაგ: თანაშემწეები, დამლაგებლები, მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების სამსახურების წარმომადგენლები, იურისტები, ოფისის მენეჯერები) ღამის საათებში გადაადგილების ნებართვას ვერ მიიღებენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება გაუგებრობისა და კანონით განსაზღვრული ჯარიმების თავიდან ასაცილებლად”, – ნათქვამია ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიმართვაში.