მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების 4 პაკეტი – რამდენს მიიღებენ თვითდასაქმებულები, სტუდენტები, მოსწავლეები და გაზის აბონენტები

მთავრობა ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ყველას დაურიცხავს, ვინც დარეგისტრირდა, მაგრამ დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა, სკოლის მოსწავლეებს 17 წლამდე 200 ლარია ერთჯერად დახმარებას მისცემს, ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში გაზის გადასახადს, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის თანხას გადაუხდის, – ასეთი განცხადება გააკეთა დღეს  მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

ვინ რამდენს მიიღებს და ვის შეეხება ეს დახმარებები – “აიპრესი” მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შემაჯამებელ ანალიზს გთავაზობთ:

დარჩენილ თვითდასაქმებულ 80 000 მოქალაქეს, სახელმწიფო ერთჯერად 300 ლარს უპირობოდ დაურიცხავს

მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ დარჩენილ 80 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდება თხოვნა და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თვითდასაქმებულებს მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდი განმავლობაში საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა  საქართველოს მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთის.

რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ 170 ათასმა მოქალაქე ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ დარჩენილ 80 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდება თხოვნა და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი“.

ზამთარში, 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარების საფასურს მთავრობა გადაიხდის

მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების დაფინანსება გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ნოემბერი, იანვარი, დეკემბერი, თებერვალი იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ყველა ხედავთ რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ეკონომიკურ კრიზისზე წლის ბოლომდე, გვესმის, რომ ეკონომიკურად შემდგომი ორი წელი რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ მოქალქეებს შევუმსუბუქოთ ეკონომიკური კრიზისი. მთავრობამ  მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების დაფინანსება გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი თებერვალი, იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენს შეძლებულ მოქალაქეებს ექნება შესაძლებლობა ამაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია: სასწავლო წლის დაწყებამდე, 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ

გიორგი გახარიას თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, სახელმწიფო 1 სემესტრის თანხას მთლიანად გადაუხდის

ყველა სტუდენტი რომელიც სოციალურად დაუცველია და აქვს 150-ქულამდე, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 1 სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წლის სრულ ანაზღაურებას და ამასთან ერთად ყველა სტუდენტი რომელსაც აქვთ 150 000 -ქულამდე და შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს სწავლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამასთანავე: გერმანიის მიმართულებით, სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდება, შესაძლოა რეისი დაინიშნოს უნგრეთის მიმართულებითაც.

მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, რომ სასწრაფოდ შევძლოთ ამ ჯგუფების იდენტიფიცირება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთუ რეისი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შეღავათიანი ჩარტერული რეისი შესაძლოა უნგრეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისთვისაც დაინიშნოს.

“მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მოგვმართა სტუდენტების ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში შრომის ნებართვა და მათ  ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა და მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი და ახალგზარდობის სააგენტოს ორგანიზებით, ჩვენ ერთი რეისი ბერლინში შევასრულეთ.

ახლა დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიიის მიმართულებით. მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს,  შევძლოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთუ რეისი.

რამდენიმე თხოვნაა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენ ასევე უნდადავადგინოთიქ სტუდენტების რა რაოდენობაა და თუ საჭირო იქნა, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“, – განაცხადა გიორგი  გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად