მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება

ჩვენი გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება, კერძოდ: გამოსყიდვის უფლება იჯარით გაცემული „სახნავი“კატეგორიის მიწების გარდა ამ ცვლილებით გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც. ასევე, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10-ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

„ამავე დროს, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ, დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს. პროგრამის ეფექტიანობისა და მისდამი ინტერესის ზრდაზე ორიენტირებული ეს ცვლილება დამატებითი შესაძლებლობაა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომ მიწა, როგორც აქტივი, უფრო მეტად ჩართონ, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება; ზოგადად, მიწის საკუთრებაში ფლობითა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობით მეწარმეც და სახელმწიფოც უფრო მეტ სარგებელს მიიღებს,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...