მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა მთავრობამ მოხსნას კონონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები.

“აქ დღეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა. აქ არიან მოქალაქეები, რომლებსაც ლუკმა პური არ აქვთ ტრანსპორტის არქონის გამო. აქ არიან მშობლები, რომლებსაც სურთ სკოლების გახსნა და ასე შემდეგ.

ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, 48 საათიანი ვადა აქვს მთავრობას, მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება სხვა ფორმებით”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად