მთავრობის ადმინისტრაცია: 0-დან 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ყველა ბავშვი 17 წლის ჩათვლით მიიღებს ერთჯერად კომპენსაციას.

პრემიერის განცხადების შემდეგ საზოგადოების ნაწილისთვის გაურკვეველი გახდა რა ასაკი იგულისხმა პრემიერმა ყველა ბავშვში, სკოლის ასაკის ბავშვები თუ ბაგა-ბაღის ასაკის პატარები.

“აიპრესი” საზოგადოებაში გაჩენილი კითხვით, მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. სადაც განგვიცხადეს, რომ “ყველა ბავშვი 0-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით მიიღებს ერთჯერად, 200 ლარიან კომპენსაციას”.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას თქმით, „ეს იქნება კრიზისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის პროცესში. საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბავშვი 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა სასწავლო წლის დაწყების პროცესში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად