“მთავრობამ იზრუნა და დეკოდერების შეძენა უპროცენტო განვადებით იქნება შესაძლებელი”

1 ივლისიდან  საქართველო ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადადის. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარის ნინო ქუბინიძის განაცხადებით, 70 000 და ნაკლები ქულების მქონე ოჯახებისთვის ნაყიდია სერთიფიცირებული სეთთოფბოქსები. ასევე შშმ პირების ოჯახებისთვის სეთობოქსები ადგილზეა მიტანილი.

ქუბინიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რაც შეეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ციფრული მაუწყებლობის შესახებ და მაქსიმლურად მოემზადონ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის.

„სეთთოფბოქსების კომერციული ღირებულება დაახლოებით 50-დან 90 ლარამდე მერყეობს. მოსახლეობისთვის უმეტეს მაღაზიებში განვადების გამოყენება ხელმისაწვდომია.

ადამიანები, რომლებიც საკაბელო ტელევიზიით სარგებლობენ მათ შეუძლიათ დაივიწყონ ამ რეფორმის შესახებ. რადგან ეს მათ არ შეეხებათ. რეფორმა ეხება მხოლოდ ღია საეთერო მაყურებლებს, ანუ მათ ვინც საეთერო მაუწყებლობას ღებულობს ე.წ. მიმართული, ან ოთახის ანტენით.  უკვე შემოსულია  და სავაჭრო ქსელებში გადანაწილებულია 200 000-ზე მეტი კომერციული სეთთოფბოქსი.

ჩვენ არ გვაქს ინფორმაცია, რამდენი გაიყიდა. მთავრობა არ ერევა კერძო ბიზნესში და არ აკონტროლებს რამდენი გაიყიდა, ან რამდენი აქვთ საწყობში. მაგრამ, ევროპულ პრაქტიკას თუ დავეყრდნობით, სანამ არ გაითიშა ანალოგიური სიგნალი მოსახლეობა ინერტული იყო და არ იყიდა სეთობოქსი.

საქართველოში ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო ანალოგიური სიგნალის გათიშვამ 17-დან 1 ივლისს გადაიწია. თუმცა, ამ ორი კვირის განმავლობაში მაიცდამაინს დიდი გაყიდვები არ დაფიქსირდა. ფაქტია, როდესაც ანალოგიური სიგნალი გაითიშება მოსახლეობას ექნება ინიციატივა მივიდეს და შეძინოს სეთთოფბოქსი.

მთავრობამ იზრუნა და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ერთი წლის განმავლობაში უმეტესი მაღაზიაში უპროცენტო განვადებით შეიძინოს დეკოდერი.  წესით, მოსახლეობას ეს კატასტროფულად მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს.

სეთთოფბოქსების დამონტაჟებისთვის ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი 14 80. სადაც დეტალურად აგიხსნით, როგორ უნდა მიაერთოთ ფერადი კაბელი ტელევიზორს“.

„ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ თავმჯდომარის თქმით „საქართველოში არ არსებობს ღია მაყურებელთა სტატისტიკა. ზოგადად ეს სტატისტიკა უნდა გააჩნდეს საქსტატს, ან  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. მარეგულირებელის მონაცემზე  დაყრდნობით ჩვენ ვიცით, რომ 450 ათასამდე ფასიანი ტელევიზიის მომხმარებელია, მაგრამ რამდენია ღია საეთერო ამაზე ინფორმაცია არ გავქვს“- განაცხადა ქუბინიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად