მთავრობამ გერმანიაში წასასვლელი სტუდენტებისთვის სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა დაამტკიცა – ადგილები შეზღუდულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, იმ სტუდენტებისთვის ვისაც მოკლევადიანი სამუშაოსთვის გერმანიაში სურთ წასვლა, საქართველოს მთავრობამ სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა დაამტკიცა.

“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა სტუდენტების, ვისაც დროზე ადრე, სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში, იმის გამო რომ მათ უჭირავთ ხელში დასაქმების კონტრაქტები.

ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ჩარტერი, სოციალური ფრენა, თბილისი-ბერლინი-თბილისი. ეს არის სუბსიდირებადი ფრენა და ბილეთები და აქედან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად