მთავრობა შემცირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს რამოდენიმე თვეში გადახედავს

როგორც, დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობა ეკონომიკური ზრდის 2%-იან მაჩვენებელს მაქსიმუმ რამდენიმე თვეში გადახედავს და ის 5%-ზე ბევრად მეტი იქნება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავაჭრო დეფიციტი ამ დროისთვის 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ექსპორტის წახალისების მექანიზმის ამოქმედებით კი ეკონომიკის სამინისტრო მის განახევრებას ელოდება.

"სავაჭრო დეფიციტი დღეის მდგომარეობით არის 5 მილიარდი დოლარია, აქედან 3 მილიარდი იყო ჩვენი ექსპორტის. თუ ჩვენ მიზანმიმართულად წარვმართავთ ექსპორტის წახალისებას ეს თანხა განახევრდება. თუმცა 2020 წლამდე კიდევ უფრო დადებითი ეფექტის მიღება შეგვიძლია, საგარეო შოკის ფაქტორები მოხსნის შემთხვევაში ძალიან მალე მოიხსნება პრობლემა.

მაქსიმუმ რამოდენიმე თვეში შესაძლებელია რომ გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს და ეს პროგნოზი 5%-ზე  ბევრად დიდი იქნება", – გიორგი კვირიკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად