„მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პროკურატურაში უჩივლა

საქმე ეხება 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ფაქტს, სადაც თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

„ის, რაც წულუკიანმა გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა“, – ამის შესახებ პროკურატურასთან „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„მთავარი არხი“ საქმის გამოძიებას ითხოვს. ტელეკომპანიის ცნობით, ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

„მთავარი არხი“ თეა წულუკიანს მიმართავს, დააბრუნოს მიკროფონი.

შეგახსენებთ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკის თეატრში გუშინ, “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, როს შემდეგაც სოცილაურ ქსელში დაწერა: “ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”.

კომენტარები
იტვირთება...