“მთავარის” განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის წიგნაკიდან მოპოვებული პაროლებით, მხოლოდ ერთ ფოსტაზე შევიდნენ

ტელეკომპანია “მთავარი” აცხადებს, რომ მათ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახიდან მოიპოვეს წიგნაკი, სადაც მას გარკვეული მისამარტების პაროლები ეწერა.

“წიგნაკი მთავარი არხის ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის დედამ მაშინ აჩვენა როცა გოგონა 2 დღის დაკარგული იყო, მოგვცა უფლება, რომ ეს ინფორმაცია გადაგვეღო და შეგვენახა.

ახლაც მათი თანხმობით ვასაჯაროვებთ, თუმცა არ ვაკონკრეტებთ მისამართებს და პაროლებს. ჩვენ ყველგან ვცადეთ შესვლა, ზოგიერთი ელექტრონული ფოსტა დაბლოკილი აღმოჩნდა, ფეისბუქის და ინტერნეტ ბანკის პაროლები როგორც ჩანს არასრულია და მათი დაბოლოება მხოლოდ თამარმა იცოდა.

შევძელით მხოლოდ ერთ ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა, რომელიც დედამისის სახელით არის რეგისტრირებული, გასუფთავებულია, არც მიღებული და არც გაგზავნილი შეტყობინებები ამ გვერდზე არ ფიქსირდება”. – ნათქვამია “მთავარის” სიუჟეტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად