“მთავარია სისხლი აღარ დაიღვაროს” – მაკა ჩიჩუა აქციაზე მივიდა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა აქციაზე მივიდა. როგორც ჩიჩუამ განაცხადა მთავარია სისხლი აღარ დაიღვაროს.

“მთავარია სისხლი აღარ დაიღვაროს, მთავარია ეს გადავიდეს ისეთ მოლაპარაკებაში, რომელსაც ცივილური, პროგრესული ადამიანები ახორციელებენ. ეს არ იყოს ჯოხით, ეს არ იყოს იარაღით და არ იყოს მოქარით. თუ ეს მოლაპარაკება შედგება და ამ ადამიანებს დაუკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად მეჩვენება იმ ფონზე, რომელსაც გავრილოვის ჩამოსვლა ჰქვია და შემდეგ უკვე ამ პროტესტის შემდეგ რაც მოხდა, დაასისხლიანეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ამას თუ ექნება ის ფორმა, რომ შეიძლება მოლაპარაკების მიღწევა, მე მხოლოდ ეს მინდა. მე მინდა, რომ ადამიანებმა მიიღონ ნორმალური პასუხი ყველა შეკითხვაზე.

როდესაც ადამიანი დაიქირავეს იმისათვის, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და მას ეს არ გამოსდის, ვფიქრობ თვითონ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ალბათ თანამდებობის დატოვება”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა აქციას მეოთხე პრეზიდენტიც ჩიჩუა პასუხობს, რომ მან თვითონ მიიღო აქციაზე მისვლის გადაწყვეტილება და გიორგი მარგველაშვილიც თავად გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...