„მთავარია გადარჩნენ სააკაშვილი და ხოშტარია, ამოსავალი წერტილი ესაა“ – უგულავას პასუხი ბრეგაძეს

“მთავარია გადარჩნენ სააკაშვილი და ხოშტარია, ამოსავალი წერტილი ესაა”, – ასე პასუხობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა იუსტიციის მინისტრს.

უგულავას თქმით, სააკაშვილს თუ გადაიყვანენ გლდანის ციხიდან, ის შიმშილობას შეწყვეტს.

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა არ ჩავარდეს უფსკრულში, ამისათვის მთავარია, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე პირდაპირი მნიშვნელობით, ამიტომ ჩვენთვის ეს არის ამოსავალი წერტილი. მე ვერ დავიწყებ სპეკულაციას სამედიცინო კუთხით, რამდენად მომზადებულია გორის ჰოსპიტალი და რამდენად არ არის.

მე მოვისმინე ექიმების პოზიცია, რომ იქ არის აუცილებელი მანიპულაციები, რომელიც იქ ვერ ჩატარდება, მაგრამ ჩვენ არ ვართ ამის სპეციალისტები. მე ვიცი ერთი რაღაცა, რომ ის თავის სიტყვას შეასრულებს, თუ გლდანიდან იქნება გადაყვანილი, თუ არ იქნება გლდანიდან გადაყვანილი, ის შიმშილობას არ შეწყვეტს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა: მიხეილ სააკაშვილს ვთავაზოთ გადაყვანილი იყოს სამხედრო ჰოსპიტალში

კომენტარები
იტვირთება...