“მთავარი არხის” ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შსს-ში დაიბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“  ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. როგორ ჟურნალისტი აცხადებს, საქმე ეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სამქეზე მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს.

“ჩვენ დაგვირეკეს შსს-დან და გვთხოვეს, რომ ის მტკიცებულება რომელიც ჩვენმა წყარომ მოგვიტანა და რაზეც გვქონდა სიუჟეტი, წარმოვადგინოთ. ცხადია წარმოვადგენ ამ ნივთ მტკიცებულებას და ალბათ  გამომძიებლები გაშიფრავენ იმ მიმოწერას, რომელიც საკმაოდ საინტერესო მიმოწერაა, მობილურ ტელეფონში. რა შეკითხვები ექნებათ წინასწარ არ ვიცი“| – განაცხადა გიგლა თუმანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად