“მთავარი არხის” ჟურნალისტი ემა გოგოხია ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის ოჯახს უჩივის

“მთავარი არხის” სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს კორესპონდენტი ემა გოგოხია ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ზუგდიდის პოლიციაში უჩივის.

მან პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა. მისივე განცხადებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაკავებული ბერის ახლობლები ლიკვიდაციით დაემუქრნენ.

მისივე განმარტებით, მას მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

ფაქტი დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

P.S. ემა გოგოხიას სიუჟეტში ჰქონდა, რომ ბერი ეკლესიიდან აიყვანეს პოლიციელებმა და სახლის ჩხრეკისას ნახევარი კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად