“მთავარი არხის” ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სასამართლოში ნიკა გვარამიაზე თავდასხმა სცადეს

“მთავარი არხის” ინფორმაციით უცნობი პირები გიორგი რურუას ადვოკატსა და “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე თავ დასხმა სცადეს, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს და ამიტომ მისი დაცვის წევრებს დაუპირისპირდნენ.

ტელეკომპანიის ცნობით თავდასხმის მცდელობის მოტივი უცნობია. სიტუაციის განმუხტვაში კი მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. სამართალდამცავებმა უცნობი პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მათი დაკავება მოხდა თუ განრიდება.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ივნისს, სიახლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად