„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეში დღეს “ბუზების ექსპერიმენტს” ჩაატარებენ

ტვ “მთავარი არხის” ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის საქმის გამოძიების ფარგლებში დღეს ე.წ “ბუზების ექსპერიმენტს” ჩაატარებენ.

საექსპერიმენტო მოქმედებას, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში,  ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილიც დაესწრება. პოლიციის განყოფილებაში ის 10 საათისთვის არის  დაბარებული. 

მსხვილი ბუზები აღმოვაჩინე მე მანქანაში, ალბათ თქვენც დაინახავთ. ოთახში სანამ შევდიოდი, კარებთან ვნახე. მაშინვე ვუთხარი ადვოკატს, ნახე ისეთი ბუზები, როგორიც მანქანაში იყო მეთქი. მე არაფერი არ მომითხოვია. რასაც ვითხოვ, ორი თვე გავიდა და არაფერზე პასუხი არ არის, ბუზებზე ხომ არ მოვითხოვდი არაფერს. ესენი თვითონ წელავენ, რაღაც ზღაპრულ სცენებს ქმნიან და დროს კლავენ. ჩანს ფაქტი თვალწინ. რაც საჭიროა, მკვლელის პოვნაა, არ ეძებენ და ბუზებს ეძებენ ხალხო”, – განაცხადა გარდავლილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ბაჩალიაშვილების ოჯახი დახურულ საკალმახე “ალგეთში” იმყოფებოდა, იქ იგივე სახის სპეციფიური მწერები ნახეს, რაც 23 წლის პროგრამისტის ცხედარზე აღმოაჩინეს. ოჯახი ვარაუდობდა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო და ვიდრე დაღუპულ თამარ ბაჩალიაშვილს თავისსავე მანქანით მაწევანის ტყეში იპოვიდნენ, ცხედარი სწორედ საკალმახე, ვილა “ალგეთში” იყო დასვენებული.

თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახის თქმით, მათ “ბუზების ექსპერიმენტი” არ მოუთხოვიათ და  ეს პროცესის გასაჭიანურებლად პოლიციას თავად სჭირდება.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად