ნიკა გვრამიას ტელევიზია მაუწყებლობას სავარაუდოდ ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან დაიწყებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ნიკა გვარამიასა და „იბერიას“ მენეჯმენტს შორის შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“პრაიმტაიმის“ ცნობით, გვარამიას ტელევიზიის ერთ-ერთი ინვესტორი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი იქნებოდა.
ამასთან, ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში დაადასტურა, რომ ოფისის თაობაზე გვარამიას მასთან საუბარი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი „ასტრა პარკზე“ შეაჩერა. “პრაიმტაიმის: ცნობით, ამ დროისთვის „ასტრა პარკში“ სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. გვარამიამ კი მაუწყებლობის დაწყება უკვე სექტემბრიდან დააანონსა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ახალი ოფისის გარემონტებამდე არხი ეთრში ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან გავა.